The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შარა ტალიანი

დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1893
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 1965  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ერევანი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1916-1918წწ. სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში(საკომპოზიციო).

სიმღერას დაეუფლა თბილისის ნერსესიანის სასულიერო სემინარიაში, პედაგოგები გ. სიუნი, ს. მელიქიანი(კომპოზიცია); 1912 წელს შედგა პირველი კონცერტი თბილისში, შემდეგ ალექსანდროპოლში, შეასრულა საროს პარტია ტიგრანიანის ოპერაში "ანუშ"; მოღვაწეობდა ამიერკავკასიის სხვადასხვა საოპერო და ოპერეტის თეატრებში; 1930 წლიდან ცხოვრობდა ერევანში; 1924 წელს ლენინაკანის საოპერო თეატრის დამაარსებელთაგანი(ა. შ. მელიქ-ფაშაევთან, ლ. ნ. ისეცკისთან, ა. ბ. დანიელიანთან ერთად); 1927-1932წწ. ანსამბლ "სომეხი აშუღების"(მოგვიანებით მიენიჭა საიათ-ნოვას სახელი) დამაარსებელი და სოლისტი, "სომეხი ჰუსანების" ანსამბლის დამაარსებელი(1938) და ხელმძღვანელი; 1933-1941წწ. ერევნის საოპერო თეატრის სოლისტი; აქტიურად მონაწილეობდა სომხეთის ოპერისა და ბალეტის, სომხეთის მუსიკალური კომედიის თეატრების ჩამოყალიბებაში; ქართული რეპერტუარი: კიაზო(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), საკონცერტო პროგრამებში: ქართული რომანსები, სიმღერები; სხვა რეპერტუარი: არშაკ(ჩუხაჯიანი "არშაკ II"), სარო(ტიგრანიანი "ანუშ"); სომეხი საოპერო მომღერალი, ტენორი, ბარიტონი მუსიკალურ-საზოგადო მოღვაწე, აშუღ ჯამალის ვაჟიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 446

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - სტალინური პრემია
  • 1939 - სომხეთის სახალხო არტისტი

გააზიარე: