The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ტატიშვილი

ოთარ ტატიშვილი
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი, მხატვარი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1974 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საკომპოზიციო) 1979 წელს, ხოლო საკომპოზიციო ფაკულტეტი 1987 წელს.

1996-1997წწ. სტაჟირება გაიარა BBC ტელერადიო კომპანიაში რადიომენეჯმენტის განხრით; 1979-1985წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის პიანისტი-სოლისტი, კონცერტმაისტერი, პარალელურად, 1979-1981წწ. თბილისის კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლის კონცერტმაისტერი; 1982-1986წწ. თბილისის საცირკო-საესტრადო სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1985-1987წწ. საქართველოს საესტრადო სიმფონიური ორკესტრის დირექტორი, 1987-1990წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირექტორი, 1990-1993წწ. საქართველოს ტელერადიო სიმფონიური საესტრადო ორკესტრის მომღერალი; 1995-1997წწ. რადიო "ევრიკა"-ს მუსიკალური გადაცემის წამყვანი და რედაქტორი; 2000-2006წწ. თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო განყოფილების პედაგოგი; 2004-2010წწ. თბილისის ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი, 2009 წლიდან ასოცირებული პროფესორი; თხზულებები: მიუზიკლი "ჩარლის დეიდა"(1988, პრემიერა, ცხინვალი), სიმფონია "Momento patriam!"(2012, პირველი შესრულება), ინსტრუმენტული კონცერტები - საფორტეპიანო(1990), საფორტეპიანო "ამაღლება"(2012, პირველი შესრულება ქუთაისში), სავიოლინო(2012, პირველი შესრულება, სამ ნაწილიანი), საფორტეპიანო კონცერტშტუკი "Deja Vu"(2012, პირველი შესრულება), საფორტეპიანო ციკლი "ეთნომანია"(2012, პირველი შესრულება), საფორტეპიანო სონატა(1992, პირველი შესრულება), სიმებიანი კვარტეტი N1(2014, პირველი შესრულება), საფორტეპიანო კვინტეტი(2013), ტრიო კლარნეტის, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(2015), სიმღერები, რომანსები(100-ზე მეტი), მათ შორის: "სადა ხარ", "გჯეროდეს", "თოლია", "ჩემო თბილისო", "ვაკელები", "ფიროსმანი", "მეგონა მიყვარდი", "შორეული ზღაპარი"; გასტროლები: რუსეთი, აშშ, ინგლისი, გერმანია, ყაზახეთი; პიანისტი - იმპროვიზატორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 447

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - წლის საუკეთესო კვარტეტი, III პრემია

გააზიარე: