შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ესმა ონიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (უ. ჯაფარიძის კლასი) 1963 წელს. 1966-1967წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. 1969-1999წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. მისი შემოქმედება ძირითადად თბილისს უკავშირდება; შექმნა თბილისელთა პორტრეტები: "მანანა გედევანიშვილი" (1963, კერძო კუთვნილება), "ოთარ იოსელიანი" (1964, მხატვრის სახელოსნო), "დავით ჯავახიშვილი" (1965, კერძო კუთვნილებაა), "გურამ რჩეულიშვილი" (1970, კერძო კუთვნილება), "ლატავრა ფოჩიანი" (1978), "დედა კრეპდეშინის კაბაში" (1987), "დის პორტრეტი" (1980), "დავით კაკაბაძის პორტრეტი" (1982; წლის საუკეთესო ნამუშევარი, ორივე - მხატვრის სახელოსნო) და სხვა. ფერწერული ტილოების სერიები: "სამოთხე", "ქართველები", "ბავშვობა". 1969 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები, ავტორია 4 კრებულისა, რომლებშიც შესულია ლექსთა ციკლები თბილისურ ყოფასა და თბილისელებზე. 200 წელს თბილისში მოეწყო მემორიალური გამოფენა და პრეზენტაცია წიგნისა "ლექსები, ესეები, წერილები". წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.717 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |