The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ესმა ონიანი

ესმა ონიანი
Date of birth:20 July, 1938
Date of death:31 January, 1999  (at 60 years)
Category:Painter, Poet

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (უ. ჯაფარიძის კლასი) 1963 წელს.

1966-1967წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. 1969-1999წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. მისი შემოქმედება ძირითადად თბილისს უკავშირდება; შექმნა თბილისელთა პორტრეტები: "მანანა გედევანიშვილი" (1963, კერძო კუთვნილება), "ოთარ იოსელიანი" (1964, მხატვრის სახელოსნო), "დავით ჯავახიშვილი" (1965, კერძო კუთვნილებაა), "გურამ რჩეულიშვილი" (1970, კერძო კუთვნილება), "ლატავრა ფოჩიანი" (1978), "დედა კრეპდეშინის კაბაში" (1987), "დის პორტრეტი" (1980), "დავით კაკაბაძის პორტრეტი" (1982; წლის საუკეთესო ნამუშევარი, ორივე - მხატვრის სახელოსნო) და სხვა. ფერწერული ტილოების სერიები: "სამოთხე", "ქართველები", "ბავშვობა". 1969 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები, ავტორია 4 კრებულისა, რომლებშიც შესულია ლექსთა ციკლები თბილისურ ყოფასა და თბილისელებზე. 200 წელს თბილისში მოეწყო მემორიალური გამოფენა და პრეზენტაცია წიგნისა "ლექსები, ესეები, წერილები".

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.717

Awards and Honors

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ)

Bibliography


Share: