Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1957 წელს. 1960-1961წწ. მუშაობდა ჟურნალ "დროშის" მთავარ მხატვრად; 1964-1980წწ. ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. ნამუშევრები : ქანდაკება - "გაქვავებული ცრემლი", "სვანი გოგონა" (ორივე 1958), "მახვში" (1967), "ცოდნის სვეტი" (1981). დაზგური ქანდაკება - "კაცი ლაშხეთიდან", "ქალიშვილის პორტრეტი"და სხვა. გრაფიკა - "მეუღლის პორტრეტი"(1965), "წითელი ღრუბლები" (1967) და სხვა; მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: "გივარგილ", "ამირანი", "ბეთქილ", "ლადლერი", "დალის საუფლო". 1957 წლიდან მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში; გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი - იზმირის (1968) საერთაშორისო ბაზრობაზე. გრაფიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.717; facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |