The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ონიანი

ვახტანგ ონიანი
Date of birth:14 April, 1930
Date of death:18 March, 2024  (at 93 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1957 წელს.

1960-1961წწ. მუშაობდა ჟურნალ "დროშის" მთავარ მხატვრად; 1964-1980წწ. ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. ნამუშევრები : ქანდაკება - "გაქვავებული ცრემლი", "სვანი გოგონა" (ორივე 1958), "მახვში" (1967), "ცოდნის სვეტი" (1981). დაზგური ქანდაკება - "კაცი ლაშხეთიდან", "ქალიშვილის პორტრეტი"და სხვა. გრაფიკა - "მეუღლის პორტრეტი"(1965), "წითელი ღრუბლები" (1967) და სხვა; მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: "გივარგილ", "ამირანი", "ბეთქილ", "ლადლერი", "დალის საუფლო". 1957 წლიდან მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში; გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი - იზმირის (1968) საერთაშორისო ბაზრობაზე. გრაფიკოსი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.717; facebook.com

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: