The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლეგ ქოჩაკიძე

ოლეგ ქოჩაკიძე
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1935
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2017  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1959 წელს.

შემოქმედებით ჯგუფ "სამეულის" (ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე) ერთ-ერთი შემქმნელი და წევრი (1957-1992). 1976-1996წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი. დარგი: ფერწერა, გრაფიკა, სცენოგრაფია, მონუმენტური ხელოვნება. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი"(ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975); სცენარის ავტორია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975), "სიზმარა" (ანიმაციური, 1986), "უკვდავი სული" (დოკუმენტური, 1987) და სხვ. მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მისი  ნამუშევრები დაცულია: საქართველოს მხატვართა კავშირი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, თბილისი; მოსკოვის ბახრუშინის სახელობის მუზეუმი; ნონკონფორმიზმის მუზეუმი, ფილადელფია, აშშ; საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციები. 

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: www.art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, საპატიო წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1973 - ნოვი სადის ტრიენალე , ვერცხლის მედალი (ჯგუფური მონაწილეობისთვის, იუგოსლავია)
  • 1973 - სამეულის ნამუშევართა გამოფენა (თბილისი )
    "სტელას ბაღი"
  • 1967 - სან–პაულოს ბიენალე (ბრაზილია)
  • 1956 - მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტობისფესტივალისთვის მიძღვნილი გამოფენა-კონკურსი, I ადგილი
  • პრაღის კვადრიენალე, ოქროს მედალი (ჯგუფური მონაწილეობისთვის(1971-1975), ჩეხოსლოვაკია)

გააზიარე: