The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანუშავან ტერ-გევონდიან

დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1887
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1961  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1915 წელს(იურიდიული), პეტერბურგის კონსერვატორია.

1917-1925წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1926-1934წწ. ქ. ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი(ინსტრუმენტობა), 1934 წლიდან პროფესორი, 1926-1930წწ. ერევნის კონსერვატორიის რექტორი; 1934-1938წწ. ქ. ბაქოს კონსერვატორიის რექტორი და პედაგოგი; თხზულებები: ოპერები - "სედა"(1922), საბავშვო "მზის სხივებში"(1949), ბალეტები, სიმფონიები, სიუიტები, ნაწარმოებები გუნდის, სოლისტისა და ორკესტრისათვის, გუნდები, სიმღერები, რომანსები; სომეხი მუსიკალური მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 448


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - სომხეთის სახალხო არტისტი

გააზიარე: