The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჩაგუნავა

შალვა ჩაგუნავა
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1993  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდი, წულუკიძის რაიონი (ახ. ხონის რაიონი).

კინოში მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს. 1928 წელს განათლების მისაღებად გაემგზავრა რუსეთში. ლენინგრადის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის კურსების დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე (სერგეი ეიზენშტეინის ჯგუფში). 1935 წელს სწავლის დამთვრებისთანავე დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო კინოსტუდია "ქართულ ფოლმში" რეჟისორად. მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფს. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მზიური აჭარა" (დოკუმენტური, 1958),  "აფხაზეთი - ულამაზესი მხარე" (დოკუმენტური, 1958), "საქართველოს კურორტების კვალდაკვალ" (დოკუმენტური, 1959), "გალაკტიონ ტაბიძე" (დოკუმენტური, 1971), "ხევსურეთი - მითის გაცოცხლება"(დოკუმენტური, 1991); სცენარის ავტორია ფილმების: "მზიური აჭარა" (დოკუმენტური, 1958),  "აფხაზეთი - ულამაზესი მხარე" (დოკუმენტური, 1958). ქართველი კინორეჟისორი, ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.68

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: