The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ჩხაიძე

ვასილ ჩხაიძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1905
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1986  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის სპეციალობით.

1927-1934წწ. ბათუმის თეატრის მსახიობი; შემდეგ საქართველოს საქართველოს სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1937-1956წწ. სკოლაში რუსული და გერმანული ენის მასწავლებელი; 1956-1962წწ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1967 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფენა" (პიპინია, 1968), "ფეოლა" (ხუსკივაძე, 1970), "ლაზარეს თავგადასავალი" (აზნაური, 1973), "აურზაური სალხინეთში" (1975), "პირველი მერცხალი" (ელიზბარი, 1975), "მიმინო" (Ru, 1977), "რაჭა ჩემო სიყვარულო" (ზაურის დიდი პაპა, 1977), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), "დათა თუთაშხია" (1978), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: