The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არამ ტერ-ოვანისიან

Date of birth:14 January, 1886
Date of death:20 December, 1970  (at 84 years)
Category:Conductor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1907 წელს, პეტროგრადის კონსერვატორია 1918 წელს.

1918-1940წწ. და 1947-1950წწ. ცხოვრობდა ლენინგრადში, სადაც მცირე საოპერო თეატრის გუნდს ხელმძღვანელობდა; 1940-1947წწ. იყო ერევანში სომხეთის სახელმწიფო კაპელის მთავარი დირიჟორი, მუსიკალური კომედიის თეატრის დირიჟორი, ერევნის რ. მელიქიანის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის სადირიჟორო კლასის ხელმძღვანელი, 1955-1960წწ. საგუნდო კაპელის ხელმძღვანელი; სომხეთის საგუნდო მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი; სომხეთისა და რუსეთის კლასიკური მუსიკის პროპაგანდისტი; მუსიკალურ-საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 449

Awards and Honors

  • 1956 - სომხეთის სახალხო არტისტი

Share: