The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჟან ბატისტ ტიბო

Date of birth:5 October, 1872
Date of death:7 April, 1938  (at 65 years)
Category:Scientist, Musician, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენტ-ეტიენ, საფრანგეთი.

ბიზანტიური მუსიკის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი; კონსტანტინეპოლსა და იერუსალიმში ყოფნისას, თურქეთსა და ბულგარეთში მოგზაურობისას(1900) შეკრიბა მრავალი სასიმღერო ნიმუში-ხელნაწერი; 1907-1914წწ. ცხოვრობდა რუსეთში(ოდესა, პეტერბურგი); 1920-1922წწ. ხელმეორედ იმოგზაურა თურქეთში; პირველი ნაშრომია "წმინდა იოანე დამასკელის ნოტაცია ანუ აგიოპოლიტიური"(1898), დაიბეჭდა "რუსეთის არქეოლოგიური ინსტიტუტის უწყებებში" და კონსტანტინეპოლში(III ტომი); ეს ნაშრომი და მისი მომდევნო პუბლიკაცია მნიშვნელოვანი წვლილია ბიზანტიური ნოტაციის კვლევაში; ტიბომ ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა ნევმების ტიპთა ნოტაციის დიფერენციაცია, შემოიღო ტერმინი "ადრებიზანტიური"(პალეობიზანტიური ან კონსტანტინეპოლური) და "შუაბიზანტიური"(აგიოპოლიტიური); შედარებითი ანალიზის გზით მივიდა დასკვნამდე, რომ დასავლეთ ევროპის(ლათინური) ნევმების საფუძველია პირველი, ამ ტიპთა შორის; მისი შრომების კრიტიკული ანალიზიც მოხდა ცალკეული შეცდომებისა და უზუსტობათა გამო, თუმცა მისი დებულებები გვიანდელი გამოკვლევებით ძირითადად დადასტურდა; ის გაეცნო აგრეთვე ძველ ქართულ მუსიკალურ ნიმუშებს, ნევმებს, მართალია ნევმების გაშიფვრის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ვერ მიაღწია, მაგრამ საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვა; ფრანგი მუსიკისმცოდნე, ასუმიციონისტთა ორდენის ბერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 449



Share: