The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაბკენ ნერსესიანი

ბაბკენ ნერსესიანი
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1986  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან თბილისში. 1944-1955წწ. იყო თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი, 1956 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის სომხური დრამის თეატრშია. წარმატებით ასრულებს სახასიათო, კომიკურ და ტრაგიკულ როლებს: პეპო (სუნდუკიანის "პეპო"), გევორქი (ბორიანის "ერთ ჭერქვეშ") და სხვა. შექმნა ლენინის სცენური სახე (დარიანის "რესპუბლიკის თავჯდომარე"), შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლში "პეპო" ქართულ ენაზე შეასრულა პეპოს როლი. 1957 წლიდან მოღვაწეობს კინოში. მხატვრული კითხვის ოსტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.394

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: