შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია ღვამიჩავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს. 1955 წლიდან იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი; 1958-1973წწ. - ონკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. შეისწავლიდა თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებას, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის, დამწვრობით გამოწვეული დაზიანების, ძვლების მოტეხილობის მკურნალობის საკითხებს. ავტორია მრავალი ნაშრომისა. აღსანიშნავია მონოგრაფიები: "ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა", "კლინიკური ონკოლოგია", სახელმძღვანელო ონკოლოგიაში ქართულ ენაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1993 წლიდან ღვამიჩავას სახელს ატარებს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.718 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |