The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია ღვამიჩავა

ანდრია ღვამიჩავა
Date of birth:28 May, 1900
Date of death:4 September, 1983  (at 83 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ახალსენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს.

1928-1930წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროპედევტიკური ქირურგიის კლინიკის ქირურგ-ორდინატორად (პროფესორ კონსტანტინე ერისთავი ხელმძღვანელობით), 1930 წელს ამავე კლინიკის ასისტენტად. 1930-1931წწ. სამსახურეობრივი მივლინებით გაიგზავნა სპარსეთში სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან მებრძოლი ავია-სანიტარული ექსპედიციის ხელმძღვანელად. 1937-1955წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სანიტარული სამმართველოს სამკურნალო კობინატის ქირურგიული განყოფილების გამგე, სადაც 30 საწოლიან განყოფილებაში 3000-მდე ოპერაცია აწარმოა. 1948-1955წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტატური ქირურგიის კლინიკის დოცენტი, 1955 წელს იგი სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკურ ონკოლოგიურ დისპანსერს და მოამზადა ბაზა ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შესაქმნელად. 1958-1973წწ. - ონკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მას ეკუთვნის 140-ზე მეტი დაბეჭდილი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც იბეჭდებოდა როგორც საკავშირო, ისე უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში და კრებულებში, აღსანიშნავია მონოგრაფიები: "ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა" (1968), "კლინიკური ონკოლოგია" (1989). მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოქვეყნდა 8 სოლიდური შრომათა კრებული, ჩატარდა 3 საკავშირო მნიშვნელობის ფორუმი, უამრავი ლექცია-სემინარი და რესპუბლიკის რაიონებში - გამსვლელი სესიები. შეისწავლიდა თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებას, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის, დამწვრობით გამოწვეული დაზიანების, ძვლების მოტეხილობის მკურნალობის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1993 წლიდან ა. ღვამიჩავას სახელს ატარებს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, რომლის კონსულტანტად (1976 წლიდან) იგი წლების მანძილზე იყო. ქართული მეცნიერული ონკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი. ა. ღვამიჩავას უკვდავსაყოფად 2005 წელს მისი სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში დაიდგა მისი ბიუსტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ქალისა და მისი შიგთავსის ტრავმული დაზიანება", დაიცვა 1937 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "სიდამწვრით გამოწვეული პათოგენეზისა და პათოგენეტიკური მკურნალობის შესწავლის მასალები, კლინიკურ-ექსპერიმენტული სამუშაო", დაიცვა 1956 წელს.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.718; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.357-359; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • საზოგადოება "ცოდნის" გამგეობა, წევრი
  • საქართველოსა და საკავშირო ონკოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: