შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს. 1962 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტის წვისა და თბოგადაცემის ლაბორატორიაში; 1967-1970წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე თერმოდინამიკისა და თბოტექნიკის კათედრის დოცენტი, 1970-1979წწ. ამავე კათედრის გამგე; 1975-1979წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის ინსტიტუტის ჰიდროოპტიკის ლაბორატორიას; 1979 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "ოპტიკა", 1979- 2004წწ. ამ ინსტიტუტის დირექტორია. ავტორია სამეცნიერო შრომებისა და გამოგონებებისა ენერგეტიკის, თბოფიზიკისა და გამოყენებითი ოპტიკის დარგში. არის სხვადასხვა საბჭოს წევრი; ენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1974). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.720; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.123; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 12-13 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |