The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ავალიანი

ჯემალ ავალიანი
დაბადების თარიღი:1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს.

1962 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტის წვისა და თბოგადაცემის ლაბორატორიაში; 1967-1970წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე თერმოდინამიკისა და თბოტექნიკის კათედრის დოცენტი, 1970-1979წწ. ამავე კათედრის  გამგე; 1975-1979წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის ინსტიტუტის ჰიდროოპტიკის ლაბორატორიას; 1979 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "ოპტიკა",  1979- 2004წწ.  ამ ინსტიტუტის დირექტორია. ავტორია სამეცნიერო შრომებისა და გამოგონებებისა ენერგეტიკის, თბოფიზიკისა და გამოყენებითი ოპტიკის დარგში. არის სხვადასხვა საბჭოს წევრი; ენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1974).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.720; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.123; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 12-13

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი (1996-)
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, პრეზიდიუმის წევრი (1996-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1992-)
  • საქართველოს სამხრ.-სამრეწველო საინჟინრო აკადემია, პრეზიდიუმის წევრი (199-)
  • საქართველოს სამხრ.-სამრეწველო საინჟინრო აკადემია, წევრი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში გამოყენებითი ოპტიკის დარგის განვითარებაში თვალსაჩინო სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევებისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: