The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ორჯონიკიძე

სერგო ორჯონიკიძე
Legal name:გრიგოლ ორჯონიკიძე
Date of birth:24 October, 1886
Date of death:18 February, 1937  (at 50 years)
Burial location:კრემლის კედელი, მოსკოვი
Category:Politician, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.

რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა თბილისის მუშებში. შემდეგ მუშაობდა ბაქოში და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ხელმძღვანელ სამუშაოზე იყო უკრაინაში, სამხრეთ რუსეთში. 1920 წლიდან, როცა საბჭოთა რუსეთმა დღის წესრიგში დააყენა სამხრეთ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს ოკუპაციის საკითხი, რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს თავმჯდომარედ დაინიშნა. მისი პრაქტიკული ხელმძღვანელობით მოხდა შეიარაღებული თავდასხმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. მას ეკუთვნის 1921 წლის 25 თებერვალს მოსკოვში გაგზავნილი ცნობილი დეპეშა ლენინისა და სტალინისადმი: "თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!". 1922-1926წწ. იყო საკ.კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი. მისი მოღვაწეობის დროს სამხარეო კომიტეტი საქართველოს მიმართ მტკიცედ ატარებდა ველიკოდერჟავულ, ანტიეროვნულ პოლიტიკას. მას პარტიის შიგნით დაუპირისპირდნენ ე.წ. "ნაციონალ-უკლონისტები" და საკ კპ (ბ) ცკ-ს მისი საქართველოდან გადაყვანა მოსთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. ამავე პერიოდში საქართველოს კპ ცკ-ის უფლებები რუსეთის საოლქო უფლებებს გაუთანაბრეს. ქართველმა ბოლშევიკებმა მისი მეთაურობით საქართველოს ისტორიული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მეზობელ რესპუბლიკებს დაუთმეს. 1930 წლინად ის იყო სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 1932 წლიდან - მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა; ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.724

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1903-)
  • სსრკ პოლიტბიურო, წევრი (1926-)

Share: