შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ოჰანჯანოვი![]()
ბიოგრაფიამისი პროექტები გამოჩნდა 1898 წელს. ამ დროიდან მოყოლებული I მსოფლიო ომის (1914-1918) წლებამდე თბილისში ბევრი საცხოვრებელი, შემოსავლიანი სახლი და შენობა ააგო. აქტიურად ნერგავდა მოდერნის სტილის ფასადებს, რომლებიც სხვა ქალაქებში შემუშავებული რეცეპტებით იყო შედგენილი. მას ეკუთვნის ფინანსთა სამინისტროს (ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორის, 1910, ლ. გუდიაშვილის 11) და ეროვნული ბანკის შენობების, ბავშვთა საავადმყოფოს თ. აბაკელიას ქუჩაზე (1902-1906), საცხოვრებელი სახლის (დ. ჭონქაძის 12, ყველაზე დამახასიათებელი მოდერნული ფასადით თბილისში, თანაავტორი ი. კოლჩინი) პროექტები და სხვა. 1915 წელს მიენიჭა მეორე პრემია (პირველი არ გაცემულა) საუკეთესო ფასადებისათვის (მეწარმე ბოზარჯიანცის სახლისა, რომელიც აშენდა 1914-1915წწ. თბილისში დ. ჭონქაძის 12-ში); 1916 წელს იქნა მოკლული 46 წლის ასაკში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.727; http://http://aidatiflis7.livejournal.com/37884.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |