The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ თბილელი

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ორბელიანი
დაბადების თარიღი:1672
გარდაცვ. თარიღი:1732  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტანძია, ბოლნისის რაიონი.

დაიბადა ქართლის მდივანბეგის ვახტანგ ორბელიანის ოჯახში. მალე ჩაება პოლიტიკუ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე, მიიღო რუისის ეპარქია (1715). 1724-წლიდან რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა (1726). ეწეოდა მრავალმხრივ (დოგმატიკა, ლიტურგიკა, პოეზია, ასტრონომია და სხვა) კულტურულ-ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი რედაქტირებულია არჩილ II-ის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას თხზულება ''აღსარება მართლისა სარწმუნოებისა''. ნ. თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1706), სამოციქულო (1706), ლოცვანი (1710) და სხვა. ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.433

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: