The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო წულაია

გენო წულაია
ოფიციალური სახელი:გენადი წულაია
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1930
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2000  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1948 წელს; 1948-1950 წწ. სწავლობდა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში; 1957 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი; 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი.

1957 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "წარსული ზაფხული" (1959), "ცეროდენა რაინდები" (1963), "დრო იწურება განთიადისას" (1965),  "რერო მასპინძლობს" (1971), "მოვდივართ და მოვიმღერით" (1973), "ქორწინება იმერულად" (1979), "ყოჩაღ პაპებო" (1981), "ჩიორა" (1984) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "დრო იწურება განთიადისას" (1965),  "რერო მასპინძლობს" (1971), "მოვდივართ და მოვიმღერით"(1973), "ქორწინება იმერულად" (1979), "ყოჩაღ პაპებო" (1981); კომპოზიტორია ფილმის: "პეპელა" (1977); გადაღებულია ფილმებში: "ყვითელი ჩიტი" (1983), "ოპერაცია "ვუნდერლანდი" (1988). მიღებული აქვს სატელევიზიო ფილმების საკავშირო კინო ფესტივალის ჟიურის და მაყურებელთა პრიზები ფილმისთვის "პეპელა" (1979), საკავშირო კინოფესტივალის პრიზი "საბავშვო ფილმებისთვის" ლაურეატი (1985). ფილმებს იღებდა კინორეჟისორ ნელი ნენოვასთან ერთად. 1993 წლიდან ცხოვრობდა ბულგარეთში. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 209; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: