The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო ჭიჭინაძე

დოდო ჭიჭინაძე
ოფიციალური სახელი:თამარ ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 2009  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია 1945 წელს.

1950 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "დავით გურამიშვილი" (ქეთევანი, 1946), "ჭრიჭინა" (თინა, 1954), "ბაში-აჩუკი" (ნინო, 1956), "ნინო" (ეთერი, 1959), "ცისფერი მთბი ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "გაფითრეუბლი თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)" (დოკუმენტური, 2005), "გამცილებელი" (2006) და სხვ. კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: ერთი მსახიობის ბიოგრაფია: msaxiobebi-bio.blogspot.comკახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ., 2001.-გვ.426; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კინოხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: