Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ჭუბაბრია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 1954-1957წწ.; 1957-1964წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტზე. 1977 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "თეთრი თორღვაი" (დოკუმენტური, 1969), "თეთრი ზღაპარი"(დოკუმენტური, 1972), "ცეცხლში ნაწრთობნი" (დოკუმენტური, 1977), "ჩუქურთმის საგალობელი" (დოკუმენტური, 1987), "ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში" (დოკუმენტური, 1989), "რწმენის აღორძინება" (დოკუმენტური, 1997), "გაფითრებული თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)" (დოკუმენტური, 2005) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "თეთრი ზღაპარი" (დოკუმენტური, 1972), "ჩუქურთმის საგალობელი" (დოკუმენტური, 1987), "რწმენის აღორძინება" (დოკუმენტური, 1997), "გაფითრებული თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)" (დოკუმენტური, 2005); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "თეთრი თორღვაი" (დოკუმენტური, 1969) "თეთრი ზღაპარი" (დოკუმენტური, 1972), "ცეცხლში ნაწრთობნი" (დოკუმენტური, 1977), "ჩუქურთმის საგალობელი" (დოკუმენტური, 1987), "ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში" (დოკუმენტური, 1989) და სხვ. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია (1983). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ქართული კინო : ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: georgian-cinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.112 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |