შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1929 წელს. 1930 წელს მუშაობა დაიწყო დიდუბის ფერომანგანუმის საცდელ ქარხანაში, სადაც სსრკ-ში პირველად მუშავდებოდა ფერომანგანუმის დნობის ტექნოლოგია. შემდეგ ეს ცდები სამრეწველო მასშტაბით მისი ხელმძღვანელობით წარმატებით ჩატარდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რითიც დადგინდა, რომ ფერომანგანუმის დნობისას ხელსაყრელია დაბრიკეტებული კაზმისა და აგლომერატების გამოყენება. 1931 წლიდან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტექნიკური დირექტორი და მთავარი ინჟინერი, 1932 წლიდან სამთო მეტალურგიის ინსტიტუტის დოცენტი. მეტალურგი, თანამედროვე სამრეწველო მეტალურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.442
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |