შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნადიმ ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაიო, ქედის რაიონი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი 1930 წელს; 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო ქობულეთის სუბტროპიკულ ტექნიკუმში, შემდეგ ბათუმში ეკავა სხვადასხვა პასუხსაგები თანამდებობა, რომელსაც წარმატებით უთავსებდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1936 წელს დაინიშნა აჭარის სახელმწიფო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად; 1938-1944წწ. აჭარის განათლების სახალხო კომისარია (მინისტრი); ამავე წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ბათუმის ფილიალს; 1944 წელს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში. ამავე დროს მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1946 წელს დაბრუნდა ბათუმში და იყო აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სამმართველოს უფროსი; 1949-1954წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია; 1954 წლიდან გეოგრაფიის კეთედრის გამგე. მის საკანდიდატო ნაშრომში პირველად არის მოცემული აჭარის მეცხოველეობის სრულყოფილი დახასიათება და დასახულია მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მისი კვლევის ობიექტი ძირითადად იყო აჭარის ასსრ კომპლექსურ-გეოგრაფიული შესწავლა. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის "უმაღლესი სკოლის წარჩინებულის" წოდება. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1972). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარის ალპური მეურნეობა"; დაიცვა 1944 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"დაბლობებისა და მთიანი რიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის დაახლოების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები, აჭარის ასსრ მაგალითზე", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.442; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.210 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |