The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ნოდია

დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1978  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1924 წელს. 

1965-1975წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრას; ერთდროულად ხელმძღვანელობდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკურორტო რესურსების ძიებისა და შესწავლის განყოფილებას. 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქ. სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფიზიოთერაპევტი. ნაშრომები ეხება საქართველოს საკურორტო რესურსების ძიებასა და გამოყენებას, ფიზიოთერაპიის ზოგად საკითხებს და სხვა. ექიმი-კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.457

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1955-1978)
  • სკკპ, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: