შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იპოლიტე ხვიჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი 1934 წელს. 1932-1936წწ. იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი; 1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია; 1961-1966წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნაზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები; 1956 წლიდან იღებდნენ კინოში, გამოდიოდა ესტრადაზე. გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო" (კომენდანტი, 1956), "საბუდარელი ჭაბუკი"(ალმასხანი, 1957), "მანანა" (სახლმმართველი, 1958), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959), "ბურთი და მოედანი"(კუჭკუჭი, 1961), "თოჯინები იცინიან" (მელიტონი, 1962), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (ყარამან ხუსკივაძე, 1965), "შეხვედრა წარსულთან" (იპოლიტე, 1966), "არ იდარდო!" (სანდრო, 1968), "ღიმილის ბიჭები“ (1969), "ფეოლა"(ბონდო დოლაბერიძე, 1970), "მხიარული რომანი" (იპოლიტე, 1972), "პირველი მერცხალი" (ვარლამი, 1975), "მიმინო"(1977), "დათა თუთაშხია" (კაჟა ბულავა, 1978), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (1983) და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.477; msaxiobebi-bio.blogspot.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |