The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ნონიკოვი

ნიკოლოზ ნონიკოვი
სხვა სახელი:კოკა ნონიკოვი
დაბადების თარიღი:ივლისი, 1919  (105 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის საორთქლმავლო მეურნეობის ფაკულტეტი 1942 წელს; რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაციის ფაკულტეტი 1959 წელს.

1969 წლიდან თბილისის საწარმოო გაერთიანება "ელმავალმშენებლის" სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს სამრეწველო ელმავლების პროექტის მთავარი კონსტრუქტორი. სპეციალისტი რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.469

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    დამოუკიდებელი აგზნების მქონე ეკ-14 კოქსსაქრობი ელმავლის კვლევისათვის, შექმნისა და დანერგვისათვის

გააზიარე: