შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ახლანდელი ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1932 წელს. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრაზე. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1942 წლიდან 242-ე სამთო-მსროლელი დივიზიის კომისარი, 1943 წლიდან საქართველოს სსრ სამხ. კომისარიატის პოლიტგანყოფილების უფროსი. 1916 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე. 1977 წლიდან კონსულტანტი იქვე. იკვლევდა რუსეთის პირველ რევოლუციაში დემოკრატიული ინტელიგენციის მონაწილეობის, სამოქალაქო ომის, უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ისტორიის საკითხებს და სხვა. დოქტორი (1964), პროფესორი (1965). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.532; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.285; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 89-90 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |