The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ონიანი

ვასილ ონიანი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1904
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 1980  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ახლანდელი ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1932 წელს.

მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრაზე. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1942 წლიდან 242-ე სამთო-მსროლელი დივიზიის კომისარი, 1943 წლიდან საქართველოს სსრ სამხ. კომისარიატის პოლიტგანყოფილების უფროსი. 1916 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე. 1977 წლიდან კონსულტანტი იქვე. იკვლევდა რუსეთის პირველ რევოლუციაში დემოკრატიული ინტელიგენციის მონაწილეობის, სამოქალაქო ომის, უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ისტორიის საკითხებს და სხვა. დოქტორი (1964), პროფესორი (1965). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.532; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.285; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 89-90

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1928-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
    მეცნიერებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"

გააზიარე: