Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ლოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. 1972 წ-დან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი. გამოიკვლია V-XVIIIსს. ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფიური აზრის ისტორიული საკითხები. მისი ნაშრომებია: "ძველი ქართველი მეხოტბენი" (I-II, 1957-64), "არეოპაგიტიკის პრობლემები" (1972), "ფსევდოდიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში" (1973), "არსენ იყალთოელი" (1978). 1968 წელს გამოსცა იოანე პეტრიწის "სათნოებათა კიბე" ვრცელი გამოკვლევებითა და კომენტარებით. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1973). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.283; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.408-409 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |