The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი პატარკაციშვილი

ბადრი პატარკაციშვილი
ოფიციალური სახელი:არკადი პატარკაციშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1955
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 2008  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1977 წელს; მოსკოვის გ. პლეხანოვის სახ. სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი 1989 წელს.

1989-2000წწ. მოღვაწეობდა რუსეთის ფედერაციაში, იყო რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ОРТ) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; მოსკოვის დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიის (ТВ-6) გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; მსხვილი ფინანსური და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელი. იყო თანამფლობელი გაერთიანებული ბანკის, რიგი სამრეწველო და სატელევიზიო კომპანიებისა, ფედერალური გაზეთებისა და ჟურნალებისა. 1990-იან წლებში ითვლებოდა რუსეთში ერთ-ერთ წამყვან ფინანსისტად, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ ცხოვრებაში. არის რუსეთის პირველი დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდის - "ტრიუმფის" დამფუძნებელი. 2000 წელს თბილისში დააარსა დამოუკიდებელი საქვემოქმედო ფონდი "გამარჯვება". მისი ხელშეწყობით ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა პალესტინის ქართული მონასტრის ფრესკები. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. ჰოლდინგის სს "ი-მედიას" დამფუძნებელი და ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. საქართველოში ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და 2002-2007 წლებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პრეზიდენტი; "ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის" დამფუძნებელი; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიისა; მეცენატი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.731

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პრეზიდენტი (2002-2007)

გააზიარე: