The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე მესვეტე

Date of birth:10??
Date of death:10??
Category:Calligrapher

Biography

მოღვაწეობდა ჭყონდიდში(მარტვილი). 1031 წელს გადაწერა ჰაგიოგრაფიული კრებული, ხოლო 1050 წელს მონაწილეობა მიიღო მარტვილის ოთხთავის გადაწერაში. ჰაგიოგრაფიული კრებული (17,3x12,2 სმ, 117 ფურცელი) ნაწერია ყავისფერი მელნით, ერთ სვეტად, კუთხოვანი ნუსხურით, ასოები ნუსხურისათვის ძალიან მსხვილია. სათაურები დაწერილია სინგურით, მთავრული ასოებით. წიგნი მარტივად და უპრეტენზიოდ არის გაფორმებული. იოანე მესვეტეს ეკუთვნის მარტვილის ოთხთავის (29x19 სმ, ეტრატი) მეორე ნაწილი (133 ფურცელი). ნაწერია ნუსხურით, ორ სვეტად, სეპიისფერი მელნით. გადაწერაში მონაწილეობა მიუღია ვინმე არსენსაც. შესაძლოა მოჩუქურთმებული საზედაო ასოები მისი შესრულებული იყოს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 190


Share: