Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე მესვეტე![]()
Biographyმოღვაწეობდა ჭყონდიდში(მარტვილი). 1031 წელს გადაწერა ჰაგიოგრაფიული კრებული, ხოლო 1050 წელს მონაწილეობა მიიღო მარტვილის ოთხთავის გადაწერაში. ჰაგიოგრაფიული კრებული (17,3x12,2 სმ, 117 ფურცელი) ნაწერია ყავისფერი მელნით, ერთ სვეტად, კუთხოვანი ნუსხურით, ასოები ნუსხურისათვის ძალიან მსხვილია. სათაურები დაწერილია სინგურით, მთავრული ასოებით. წიგნი მარტივად და უპრეტენზიოდ არის გაფორმებული. იოანე მესვეტეს ეკუთვნის მარტვილის ოთხთავის (29x19 სმ, ეტრატი) მეორე ნაწილი (133 ფურცელი). ნაწერია ნუსხურით, ორ სვეტად, სეპიისფერი მელნით. გადაწერაში მონაწილეობა მიუღია ვინმე არსენსაც. შესაძლოა მოჩუქურთმებული საზედაო ასოები მისი შესრულებული იყოს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 190
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |