შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო ქუთაისის "ტორპედოსა"(1962-1964) და თბილისის "დინამოს"(1966-1973) ნახევარმცველი და მეკარე, ზესტაფონის "მეტალურგის" ახალგაზრდული გუნდის წევრი. 1957-1960 წწ. იყო "მეტალურგის" მთავარ გუნდში; 1961 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში; 1965 წლიდან ქუთაისის "ტორპედოს" წევრი; შემდეგ დაბრუნდა "დინამოში", სადაც 1973 წლამდე ითამაშა. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 281 მატჩი და შეძლო 13 გოლის გატანა, ევროთასებზე ჩატარებული აქვს 2 მატჩი. სსრკ ოთხგზის მესამე პრიზიორი (1967, 1969, 1971, 1972); ფეხბურთელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.738; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.153; footballfacts.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |