შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუციან ტრუსკოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი. დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1895 წელს(საფორტეპიანო). განათლება მიიღო ვარშავის კონსერვატორიაში; შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით სწავლა განაგრძო პეტერბურგის კონსერვატორიში, პედაგოგები: ნ. ლავროვი, თ. შტეინი; დაუახლოვდა ცნობილ პიანისტებს ა. რუბინშტეინს, ი. ჰოფმანს, ს. რახმანინოვს; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 1903 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ, 1917 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი და პროფესორი, საფორტეპიანო ფაკულტეტის პირველი დეკანი; მონაწილეობდა კამერულ ანსამბლებში; კონსერვატორიაში მისი მოწაფეები იყვნენ: ი. ორბელიანი, ლ. მიქაბერიძე, რ. გლეზერი, ა. ბადრიძე, ნ. დადიანი, ბ. ნ. რუსტამბეკოვი, ნ. ჩიქოვანი; საქართველოში მოღვაწე პოლონელი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 451
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |