The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუციან ტრუსკოვსკი

ლუციან ტრუსკოვსკი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1871
გარდაცვ. თარიღი:1939  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1895 წელს(საფორტეპიანო).

განათლება მიიღო ვარშავის კონსერვატორიაში; შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით სწავლა განაგრძო პეტერბურგის კონსერვატორიში, პედაგოგები: ნ. ლავროვი, თ. შტეინი; დაუახლოვდა ცნობილ პიანისტებს ა. რუბინშტეინს, ი. ჰოფმანს, ს. რახმანინოვს; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 1903 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ, 1917 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი და პროფესორი, საფორტეპიანო ფაკულტეტის პირველი დეკანი; მონაწილეობდა კამერულ ანსამბლებში; კონსერვატორიაში მისი მოწაფეები იყვნენ: ი. ორბელიანი, ლ. მიქაბერიძე, რ. გლეზერი, ა. ბადრიძე, ნ. დადიანი, ბ. ნ. რუსტამბეკოვი, ნ. ჩიქოვანი; საქართველოში მოღვაწე პოლონელი პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 451



გააზიარე: