The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ლომთაძე

ვალერი ლომთაძე
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1993  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა  ა. ჟდანოვის სახელობის ირკუტსკის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს.

1932 წლიდან მუშაობა დაიწყო აღმოსავლეთ ციმბირის გეოლოგიურ სამმართველოში, ამავდროულად სწავლობდა უნივერსიტეტშიც. მან გაიარა შრომითი გზა კოლექტორობიდან წამყვან სპეციალისტობამდე. 1936-1944 წწ. მუშაობდა აღმოსავლეთ ციმბირის გეოლოგიურ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1939 წლამდე ეწეოდა საინჟინრო-გეოლოგიურ მოკვლევებს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობისთვის. აგრეთვე ჰიდროგეოლოგიურ მოკვლევებს ბაიკალისპირეთის რეგიონში. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები ბაიკალის ტბის გარშემო სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის პროექტის დასამტკიცებლად, აგრეთვე ბაიკალის ტბის გვერდის ავლით ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის. ამ წლებში განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი ნამუშევრები გვირაბებისა და სხვა სტრუქტურების რთულ გეოლოგიურ პირობებში მშენებლობის თაობაზე. 1944 წელს კონკურსის გავლის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში, სადაც ჯერ ასისტენტად, 1947 წლიდან დოცენტად, 1960 წლიდან პროფესორად, 1973 წლიდან კი საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგედ მოღვაწეობს.

საინჟინრო-გეოლოგიურ სკოლაში, რომელიც ვალერი ლომთაძემ დააარსა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში, ორმოცდაათი წლის მანძილზე ასობით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მომზადდა, დღესაც წარმატებით წყვეტს მრავალ თეორიულ თუ გამოყენებით-პრაქტიკულ პრობლემას. იგი საფუძვლიანად ითვლება მეცნიერების ამ დარგის ერთ-ერთ წამყვან სკოლად არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, არამედ საზღვარგარეთაც. იქ მუდმივად გადიან სტაჟირებას რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების სპეციალისტები. მისი ხელმძღვანელობითაა ჩატარებული სერიოზული კვლევები საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თიხის საბადოების ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული სხვადასხვა ხარისხის ლიტიფიკაციისა. მისი შრომები ეხება საინჟინრო გეოლოგიურ საკითხებს. ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი უმაღლესი სკოლისათვის:  "საინჟინრო პეტროლოგია", "საინჟინრო გეოდინამიკა'" და სხვა. 1959 წელს გამოკვლევისთვის "თიხის ქანების ფიზიკო-მექანიკური თვისებები ლიტიფიკაციის პერიოდში" მიენიჭა გეოლოგია-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება (ხარისხი), პროფესორი (1961).

 სადისერტაცია თემა -  "სამხრეთ-დასავლეთ ბაიკალისპირეთის ზვავური მოვლენები" , დაიცვა 1944 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.285

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: