The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ტრუფფი

დაბადების თარიღი:მარტი, 1850
გარდაცვ. თარიღი:1925  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

სადირიჟორო კარიერა დაიწყო თბილისში; 1872 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მევიოლინე, 1878-1896წწ. დირიჟორი; 1883 წელს "ქართული გალობის აღმადგინებელი კომიტეტის" დავალებით ჩაწერა ქართული საგალობლები("კარბელაანთ კილო"), "წმიდაო ღმერთო", "ჯვარსა შენსა", "შენ გიგალობ", "სულო ჩემო", "მოვედით თაყვანი ვსცეთ", "რომელი ქერუბიმთა", "განმანათლებელი ჩვენი"; ტრუფფის ჩანაწერებმა საჯარო განხილვისას მაღალი შეფასება მიიღო; 1885-1891წწ. და 1898-1899წწ. იყო მოსკოვში კერძო ოპერისა და მის მიერ დაარსებული "საოპერო არტისტთა საზოგადოების" დირიჟორი; ამ საზოგადოების მუსიკოსებთან ერთად გასტროლებს მართავდა რუსეთის ქალაქებში; იყო რუს კომპოზიტორთა ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი, მათ შორის: რიმსკი-კორსაკოვის "მოცარტი და სალიერი", "ბოიარინია ვერა შელოგა", "ფსკოველი ქალი", მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", რუბინშტეინის "ციმბირელი მონადირეები, ანუ მეორმოცე დათვი", "ყაჩაღთა შორის"; დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს; 1917 წლიდან მოღვაწეობდა კიევსა და მოსკოვში, სადაც ახალგაზრდა მომღერლებსა და დირიჟორებს შეასწავლიდა ოპერებს; იყო "მძლავრი ჯგუფის" კომპოზიტორთა შემოქმედების პროპაგანდისტი; რეპერტუარი თბილისში: ვერდი "აიდა", "ბალ-მასკარადი", ლეონკავალო "ჯამბაზები", მასკანი "სოფლის პატიოსნება"; საქართველოში მოღვაწე რუსი, წარმოშობით იტალიელი მევიოლინე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 451


გააზიარე: