The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ პეტრიაშვილი

ვასილ პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1842
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1908  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წალასყური, ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და ჩაირიცხა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; დაინტერესდა ქიმიით და იმავე წელს გადავიდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე (დაამთავრა 1870 წელს).

1870 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს იქვე, ტექნიკური ქიმიის კათედრაზე; 1905-1907წწ. იყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; ამავე უნივერსიტეტის რექტორი (1907); 1870 წლიდან მუშაობდა ორგანული ქიმიის დარგში. მისი შრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქსი- და დიოქსიმალონმჟავათა აღნაგობის დადგენა; დაინტერესებული იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტექნოლოგიისა და აგროქიმიის საკითხებით; მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი "ძმრის წარმოება" და მრავალი სამეცნიერო სტატია მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე; თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში, გაზეთ "დროებაში"; აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე; ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას. მას ეკუთვნის ბელეტრისტიული ნაშრომებიც; ურთიერთობა ჰქონდა მრავალ ქართველ მოღვაწესთან - ა. წერეთელთან, ი. გოგებაშვილთან, ნ. ნიკოლაძესთან, ს. მესხთან და სხვა. თბილისში არის ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა; აგროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; პროფესორი (1879).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ.,2002.- გვ.738; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 8.-თბ.,1984.-გვ. 46; cyc.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: