შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე (მთავარეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიაქართლის პირველი ეპისკოპოსი IV საუკუნის 30-40-იანი წლებში. იოანე ბიზანტიიდან ქართლის მეფემ მირიანმა მოიწვია. მას თან ახლდა ორი მღვდელი და ერთი დიაკონი, რომელთაც საეკლესიო წესით მოუნათლავთ წმ. ნინოს მიერ ახლადგაქრისტიანებული მეფე, მისი სახლობა, წარჩინებულნი და დანარჩენი მოსახლეობა. ქართულ საისტორიო წყაროებში - "მოქცევაი ქართლისაი"-ში და "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ში მისი სახელის ფორმაა "იოვანე". ამასთან "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში იხსენიება, როგორც ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ში -მხოლოდ ეპისკოპოსად. ბოდბიდან მოწერილ თავის წერილში მირიან მეფის მიმართ, წმ. ნინო იოანე ეპისკოპოსს უწოდებს "მამად-მთავარს და კეთილ მწყემსს სამწყსოთა სულიერთა". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 190
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |