The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მავრ პიასეცკი

მავრ პიასეცკი
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1977  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს სოხუმის თეატრში; მუშაობდა ბრიანსკის, ვორონეჟის თეატრებში, 1936-1955წწ. და 1958-1977წწ. თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. თეატრში. თანაბარი ოსტატობით ასახიერებდა სახასიათო-ყოფით, კომიკურ და დრამატულ როლებს: მონახოვი (მაქსიმ გორკის "ბარბაროსები"), ბაბუა (ვ. შუქშინის "თვალსაზრისი"), მიშლაევსკი (მ. ბულგაკოვის "ტურბინთა დღეები"), ბატონი ფრანკი (გუდრიჩისა და პაკეტის "ანა ფრანკის დღიური"), ვანო (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა"), ცეზარი (ბ.შოუს "ცეზარი და კლეოპატრა"), ტარტიუფი (მოლიერიოს "ტარტიუფი"), სანდრო (ო. ჩიჯავაძის "თხუნელა") და სხვა. მის მნიშვნელოვან დადგმებს შორისაა გ. მატვეევის "დელიკატური ოპერაცია", ვ. კოროსტილიოვის "დონ კიხოტი იბრძვის", მატუხოვის "ამნისტია" და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", "ჩარირამა" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.738

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: