შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ლომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი. 1918-1920წწ. ახალგაზრდული ორგანიზაციის "სპარტაკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ქუთაისში. 1922-1926წწ. სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში. 1923 წელს მონაწილეობდა ჰამბურგის აჯანყებაში. 1927-1928წწ. მუშაობდა კენიგსბერგში სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობაში. 1928 წელს ამიერკავკასიის სფსრ საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი იყო. შემდეგში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. მიღებული აქვს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ორდენი "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" (1970). რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.283 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |