The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ლომაძე

დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1897
გარდაცვ. თარიღი:1985  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი.

1918-1920წწ. ახალგაზრდული ორგანიზაციის "სპარტაკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ქუთაისში. 1922-1926წწ. სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში. 1923 წელს მონაწილეობდა ჰამბურგის აჯანყებაში. 1927-1928წწ. მუშაობდა კენიგსბერგში სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობაში. 1928 წელს ამიერკავკასიის სფსრ საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი იყო. შემდეგში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. მიღებული აქვს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ორდენი "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" (1970). რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.283

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

გააზიარე: