The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ზალდასტანიშვილი

გივი ზალდასტანიშვილი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 2007  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1944 წელს; ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა 1948 წელს. 

1925 წელს ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა პარიზში. 1942-1946 წლებში იყო ქართველი ახალგაზრდების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი პარიზში. საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, 1951 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 1954 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა. მონაწილეობდა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დაარსებაში. 1951-1965 წლებში რედაქტორობდა ქართულ პერიოდულ გამოცემას "თავისუფალი საქართველოს ხმა"(ინგლისურ ენაზე, "Voice of Free Georgia"), 1966-1995 წლებში იყო აშშ-ის "ქართველთა საზოგადოების" პრეზიდენტი და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი. 1970-1990 წლებში რედაქტორობდა პარიზში გამომავალ ქართულ ჟურნალ "ივერიას". ჟურნალი ფარულად ვრცელდებოდა საქართველოში. იყო ნიუ-იორკისა და ბოსტონის ჰარვარდის კლუბების წევრი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის წევრი. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმას "Zaldastani Associates"-ს. 1980 წლიდან იყო ბოსტონში მარკეტინგული ფირმის "Zaldastani Consalting"-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. გივი  ზალდასტანიშვილი  1987 წლის 16 სექტემბერს პირველად ჩამოვიდა სამშობლოში. იყო თბილისის ბიზნეს სკოლის დამსწრები პროფესორი, სადაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროგრამა "ქეისის" მეთოდით მიჰყავდა კურსები: 1991 წელს მარკეტინგში, 1992 წელს მეწარმეობაში, 1993 წელს მენეჯმენტსა და ლიდერობაში, 1994 წელს ფინანსების მართვაში. 1993 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამსწრები პროფესორი. 2001 წელს საქართველოში დააარსა ამერიკული სკოლა–ამერიკული აკადემია. 2004  წელს  გივი ზალდასტანიშვილი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და უკანასკნელი წლები სამშობლოში გაატარა. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.302

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ის ქართველთა საზოგადოება , პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი (1966-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - საქართველოს საპატიო მოქალაქე (ოთარ ზალდასტანიშვილთან ერთად)
    საქართველოდან 1921 წელს გატანილი ეროვნული არქივის მოვლისა და საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის

გააზიარე: