The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შურმან ონიანი

შურმან ონიანი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:2011  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1951 წელს.

1957 წლიდან მუშაობს გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ხოლო 1966 წლიდან სამთო თბოფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. ძირითადი შრომები ეძღვნება ღრმა შახტების თბური რეჟიმის პროგნოზისა და რეგულირების პრობლემებს. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.533; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.302-303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1949-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: