შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს; 1964-1969წწ. სწავლობდა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, ხოლო შემდეგ - კინორეჟისორად. მისი მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიას. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "კოლხეთი" (დოკუმენტური, 1967), "ძველი ქართული საგალობლები"(დოკუმენტური, 1970), "მეთხუთმეტე ზაფხული" (1971), "თუში მეცხვარე" (1976), "მარიამ ბაგრატიონის მოგზაურობა"(დოკუმენტური, 1990), "შვიდკაცა" (1992); სცენარის ავტორია ფილმების: "ძველი ქართული საგალობლები"(დოკუმენტური, 1970), "მეთხუთმეტე ზაფხული" (1971), "თუში მეცხვარე" (1976), "მარიამ ბაგრატიონის მოგზაურობა"(დოკუმენტური, 1990), "შვიდკაცა" (1992). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |