შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ზალდასტანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს. 1954–1960 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობების კათედრაზე. 1990 წლიდან იყო კვებისა და სამაცივრო საწარმოო მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგე. ნოდარ ზალდასტანიშვილის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებაა კვების მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ფხვიერი მასალების მექანიკური თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 70 გამოგონებაა. ინჟინერი კვების მრეწველობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.302 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |