შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ზალდასტანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა პარიზის გზებისა და ხიდების სამშენებლო ინსტიტუტიტი 1945 წელს. მოღვაწეობდა აშშ-ში. 1925 წელს ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში. 1946 წლიდან მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1947–1950 წლებში იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. 1948 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბოსტონში და კონსულტანტად დაიწყო მუშაობა ფირმაში "Nichols & Norton". 1952 წლიდან იყო სამშენებლო კორპორაცია "Nichols, Norton & Zaldastani"-ის პარტნიორი, 1964–1989 წლებში ბოსტონში "Zaldastani Association"-ის პრეზიდენტი, ხოლო 1989–1997 წლებში თავმჯდომარე. პარალელურად, 1961 წლიდან ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნვერსიტეტში სამშენებლო მექანიკაში. იმავდროულად მიიწვიეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წყალქვეშა გემების დინამიკის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებზე. მოგვიანებით სამუშაოდ მიიწვია საბრძოლო თვითმფრინავების ავიაკონსტრუქტორმა–ალექსანდრე ქართველმა(ქართველიშვილი). ოთარ ზალდასტანიშვილის ავტორობით და მონაწილეობით აშენებულია 1000-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი(ბოსტონის აეროპორტი, ბოსტონის ერთ-ერთი მთავარი მოედანი და სტადიონი, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადის მახლობლად არქიტუქტურული კომპლექსი "პალმა ჯუმეირა"–პალმის ფორმის 200 ხელოვნურ კუნძულზე შექმნილი ნაგებობების ანსამბლი, რომლის მშენებლობაში გამოყენებულია ოთარ ზალდასტანიშვილის მიერ დამუშავებული ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შექმნის პრინციპი და სხვ.). მიღებული აქვს მრავალი ნაციონალური ჯილდო და პრემია, როგორც ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერს. 1958–1965 წლებში იგი იყო "ქართველთა საზოგადოების" პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველო-ამერიკის მეგობრების საზოგადოების დირექტორი. 2013 ოთარ ზალდასტანიშვილის არქივი გადაეცა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას. ინჟინერ-მშენებელი, ბიზნესმენი, მეცენატი. დოქტორი (1946), პროფესორი (1947). გარდაიცვალა ქ. ბოსტონში (აშშ). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.302 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |