The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ზალდასტანი

ოთარ ზალდასტანი
Legal name:ოთარ ზალდასტანიშვილი
Date of birth:10 August, 1922
Date of death:9 August, 2005  (at 82 years)
Burial location:მაუთ ობურნის სასაფლაო, ბოსტონი, აშშ
Category:Businessmen, Engineer, Manufacturer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა პარიზის გზებისა და ხიდების სამშენებლო ინსტიტუტიტი 1945 წელს

მოღვაწეობდა აშშ-ში. 1925 წელს ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში. 1946 წლიდან მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1947–1950 წლებში იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. 1948 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბოსტონში და კონსულტანტად დაიწყო მუშაობა ფირმაში "Nichols & Norton". 1952 წლიდან იყო სამშენებლო კორპორაცია "Nichols, Norton & Zaldastani"-ის პარტნიორი, 1964–1989 წლებში ბოსტონში "Zaldastani Association"-ის პრეზიდენტი, ხოლო 1989–1997 წლებში თავმჯდომარე. პარალელურად, 1961 წლიდან ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნვერსიტეტში სამშენებლო მექანიკაში. იმავდროულად მიიწვიეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წყალქვეშა გემების დინამიკის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებზე. მოგვიანებით სამუშაოდ მიიწვია საბრძოლო თვითმფრინავების ავიაკონსტრუქტორმა–ალექსანდრე ქართველმა(ქართველიშვილი). ოთარ ზალდასტანიშვილის ავტორობით და მონაწილეობით აშენებულია 1000-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი(ბოსტონის აეროპორტი, ბოსტონის ერთ-ერთი მთავარი მოედანი და სტადიონი, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადის მახლობლად არქიტუქტურული კომპლექსი "პალმა ჯუმეირა"–პალმის ფორმის 200 ხელოვნურ კუნძულზე შექმნილი ნაგებობების ანსამბლი, რომლის მშენებლობაში გამოყენებულია ოთარ ზალდასტანიშვილის მიერ დამუშავებული ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შექმნის პრინციპი და სხვ.). მიღებული აქვს მრავალი ნაციონალური ჯილდო და პრემია, როგორც ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერს. 1958–1965 წლებში იგი იყო "ქართველთა საზოგადოების" პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველო-ამერიკის მეგობრების საზოგადოების დირექტორი. 2013 ოთარ ზალდასტანიშვილის არქივი გადაეცა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას. ინჟინერ-მშენებელი, ბიზნესმენი, მეცენატი. დოქტორი (1946), პროფესორი (1947). გარდაიცვალა ქ. ბოსტონში (აშშ).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.302

Member of Organizations

  • აშშ-ის ქართველთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1958-1965)
  • საქართველო-ამერიკის მეგობრების საზოგადოება , დირექტორი

Awards and Honors

  • 1997 - საქართველოს საპატიო მოქალაქე (გივი ზალდასტანიშვილთან ერთად)
    1921 გატანილი ეროვნული არქივის მოვლისა და საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის

Share: